მადრიდის „რეალისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა განაცხადა, რომ „ბარსელონა“ ამ სეზონში ვერცერთ საერთაშორისო ტიტულს ვერ მოიგებს.
„ბარსელონა“ ძალიან კმაყოფილია ესპანეთის სუპერთასით, მაგრამ ახლა ისინი ჩემპიონთა ლიგის წინაშე დგანან, სადაც უფრო მაღალი დონის მეტოქეთა წინააღმდეგ ითამაშებენ.
„ისინი ვერცერთ საერთაშორისო ტიტულს ვერ მოიგებენ, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ“, - ციტირებს კროოსის სიტყვებს Sport.es.
აღსანიშნავია, რომ „ბარსელონა“ ამჟამად უეფას ჩემპიონთა ლიგის საერთო ცხრილში მე-15 ადგილზეა. „ბლაუგრანას“ ექვსი მატჩიდან 10 ქულა აქვს. ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში „ბარსელონა“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაუპირისპირდება.







