თამაშგარე

15:43 | 15.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

რებეკა კუკი ფეხბურთელების ცოლებს აერთიანებს

„მანჩესტერ სიტის“ და ინგლისის ნაკრების ვარსკვლავის, ფილ ფოდენის პირადი ცხოვრება კვლავ აქტიურად განიხილება ბრიტანულ მედიაში. ფეხბურთელის მრავალწლიანი პარტნიორი და მისი სამი შვილის დედა, რებეკა კუკი, კიდევ ერთხელ აღმოჩნდა საზოგადოების ყურადღების ქვეშ. რებეკას სურს, რომ ბრიტანელი ფეხბურთელების ცოლების კლუბი შექმნას, სადაც მობურთალთა ცოლები თუ სატრფოები საკუთარ ჭირ-ვარამზე იმსჯელებენ.

რებეკა კუკი სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა მისი იშვიათი გამოჩენები საკმარისია, რომ ტაბლოიდებმა „საკბილო“ იპოვონ. გულშემატკივრები ხშირად აღნიშნავენ მის დახვეწილ სტილსა და თავდაჯერებულობას, რაც ცნობილი ფეხბურთელის გვერდით ყოველთვის თვალშისაცემია.

ფოდენი და რებეკა ერთმანეთს თინეიჯერობის ასაკიდან იცნობენ და მათი ურთიერთობა არაერთ რთულ პერიოდს დაემთხვა. მიუხედავად კრიტიკისა და ხმაურიანი კომენტარებისა, წყვილი კვლავ ერთადაა და დღეს უკვე ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობს, რაც ფეხბურთელის კარიერის სტაბილურობაზეც აისახება.

ბრიტანული მედია ხშირად წერს, რომ რებეკა ფოდენისთვის ერთგვარი საყრდენია - ქალი, რომელიც კამერების მიღმა რჩება, მაგრამ ფეხბურთელის ყოველდღიურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099666