ფეხბურთი

16:40 | 15.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

MARCA: ტაბატაძის ეფექტურობა გასაოცარია მატჩების გადამწყვეტ ეტაპზე

ცნობილი ესპანური გამოცემა Marca „კადისის“ ქართველი ფეხბურთელის, იური ტაბატაძის შესახებ წერს.

გამოცემის ცნობით, ტაბატაძის თამაშიდან გამომდინარე მოვიდა დრო, რომ ის მთავარმა მწვრთნელმა გაისკა გარიტანომ ძირითად შემადგენლობაში დააბრუნოს, რადგან ნოემბრის შემდეგ მხოლოდ შეცვლებზე თამაში უწევს.

ტაბატაძე გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, მიუხედავად იმისა, რომ იმდენი სათამაშო დრო არ აქვს, რამდენიც სურს.

„იური ტაბატაძემ მიმდინარე სეზონში „კადისის“ გამორჩეული ვარსკვლავის სტატუსი მოიპოვა. ქართველი ფეხბურთელი ბრწყინვალე ფორმაშია და 6 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. მატჩების შემობრუნების უნარი მას გარიტანოს სისტემის განუყოფელ ნაწილად აქცევს. მისი ფიზიკური მონაცემები, დრიბლინგის და დარტყმის უნარი გულშემატკივრებს იპყრობს. ტაბატაძის თამაშს ნამდვილად გასაოცარს ხდის მატჩების ბოლო ეტაპებზე მისი ეფექტურობა. მისი ექვსი ლიგის გოლიდან ხუთი სათადარიგოთა სკამიდან შესვლის შემდეგ გავიდა, რაც ზეწოლის ქვეშ თამაშის წაკითხვის შესანიშნავ უნარს ადასტურებს. ასევე არსებობს დამაფიქრებელი სტატისტიკა, რომელიც მის მნიშვნელობას ასახავს: თუ ის იტანს, „კადისი“ არ აგებს. ეს საიმედოობა მას მეორე ტაიმში ლიგის ყველაზე გადამწყვეტ შემტევებს შორის ამყოფებს.

ტაბატაძის ფეთქებადობა პიკს მატჩების გადამწყვეტ ეტაპებზე აღწევს, რადგან მისი ყველა გოლი 70-ე წუთის შემდეგ გავიდა. მისი უნარი, ისარგებლოს მეტოქის დაღლილობით და შექმნას მუდმივი საფრთხე, საშუალებას აძლევს მას იყოს გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, მიუხედავად იმისა, რომ იმდენი სათამაშო დრო არ აქვს, რამდენიც სურს. გაისკა გარიტანომ საჯაროდ შეაქო მოთამაშის გავლენა. მწვრთნელის თქმით, მისი სისტემისთვის საჭირო ფეთქებადი ძალისხმევის გამო, ინტენსივობის შესანარჩუნებლად ცვლილებები აუცილებელია. თუმცა, ტაბატაძის შესანიშნავი ფორმა ხელახლა აჩენს დებატებს სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებაზე სადაც გასული წლის ნოემბრის შემდეგ აღარ ყოფილა.

ბოლო დროს გატანილი გოლების სერიის წყალობით, ქართველმა თავდამსხმელმა სეზონის დასაწყისში რამდენიმე არასტაბილური პერიოდის შემდეგ მოახერხა სიტუაციის შეცვლა. ახლა, თავდაჯერებულობითა და გულშემატკივრების სრული მხარდაჭერით, ტაბატაძე ემზადება, რომ კვლავ იყოს ის გარდამტეხი მოთამაშე, რომელიც „კადისს“ სატურნირო ცხრილში წინსვლისთვის სჭირდება. მისი პროგრესი ოპტიმიზმს აჩენს და მას სატრანსფერო ბაზარზე ყურადღების მისაპყრობად ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ აქცევს, რადგან ის გუნდის მთავარი შეტევითი საფრთხეა“, - წერს Marca.

შეგახსენებთ, რომ იური ტაბატაძემ მიმდინარე სეზონში 17 მატჩში მეექვსე გოლი გაიტანა, მათ შორის, ზედიზედ მეორედ, რადგან წინა ტურშიც შეძლო თავის გამოჩენა ეფექტური გოლით, როცა „დეპორტივო“ დაამწუხრა. ესპანეთის თასზე ქართველი შემტევის აქტივში ორ მატჩში ორი საგოლე პასია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.092308