ლისაბონის „სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა რუი ბორჟესმა განაცხადა, რომ „კაზა პიასთან“ მატჩში დისკვალიფიცირებული მორტენ ჰიულმანის შესაცვლელად სამი ვარიანტი აქვს.
ერთ-ერთი გიორგი ქოჩორაშვილია, რომელიც პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, სათამაშოდ მზადაა:
„ჰიდემასა მორიტა, გიორგი ქოჩორაშვილი და დანიელ ბრაგანსა გვყავს, ყველა მათგანი 100%-ით მზადაა, ვნახოთ“, - აღნიშნა პრესკონფერენციაზე პორტუგალიელმა მწვრთნელმა.
გიორგი ქოჩორაშვილი მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 1 საგოლე პასით გამოირჩა, მაგრამ სათამაშო წუთებს მოკლებულია, განსაკუთრებით ბოლო 2-3 თვის განმავლობაში. მას მწვრთნელი უფრო მეტად სეზონის სტარტზე ენდობოდა.







