გიორგი ხარებაშვილი "დინამო თბილისის" რიგებს შეუერთდა. 29 წლის შემტევმა კლუბთან ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმა.
გიორგიმ დინამოს ასაკობრივი გუნდების შემდეგ თელავის, რუსთავის, გარეჯის და გაგრას რიგებში იასპარეზა. დასრულებულ სეზონში ფლანგის შემტევი 7 გოლითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.





