თურქეთის თასის მეორე ეტაპზე „ერზურუმსპორმა“ „რიზესპორთან“ 2:0 მოიგო, გურამ გიორბელიძემ კი საგოლე პასი გააკეთა.
ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა, ხოლო 54-ე წუთზე მისი ჩაწოდების შემდეგ სალიჰ სარიკაიამ დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში 2:0 გახადა. „ერზურუმსპორი“ მომდევნო ეტაპზე „ფენერბაჰჩეს“ 4 თებერვალს დაუპირისპირდება.
გურამ გიორბელიძეს მიმდინარე სეზონში 22 მატჩი აქვს ჩატარებული და პირველი საგოლე პასი მიითვალა.







