ფეხბურთი

20:27 | 15.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი "კლერმონთან" მატჩს გამოტოვებს

„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი ვარჯიშის იწყებს, მაგრამ „კლერმონთან“ უახლოეს შეხვედრას გამოტოვებს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ეირიკ ჰორნელანმა ამის შესახებ ისაუბრა:

„ზურიკო დავითაშვილი „კლერმონთან“ საშინაო მატჩს გამოტოვებს, თუმცა დღეს მან სირბილი განაახლა“, - თქვა ჰორნელანმა.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილს „სენტ ეტიენის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094288