სხვა

22:10 | 15.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე ტურის გადამწყვეტი მატჩი მოიგო, რის შედეგადაც მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

ათანასიოს კაჩაგიასის გუნდმა სლოვენიას დამაჯერებლად სძლია და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, რაც მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისია.

პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა და ფრედ, 8:8 დასრულდა, მაგრამ მესამე-მეოთხე პერიოდებში საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს მაგრად აჯობა (6:2, 8:1), საბოლოოდ 22:11 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი ტანკოშიჩი, შუშიაშვილი და ტყეშელაშვილი იყვნენ 3-3 გოლით, ხოლო ორ-ორჯერ თავი დადვანმა, ვაშიჩმა, ადეიშვილმა, მაგრაქველიძემ, ვლაჰოვიჩმა და პიეშივაჩმა გამოიჩნეს.

საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადავიდა, სადაც ორი მარცხი გადაჰყვა (საბერძნეთსა და ხორვატიასთან), ხოლო სლოვენიასთან მოგება არ გადაჰყვა, ვინაიდან სლოვენია ჯგუფში ბოლო ადგილზე გადავიდა.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე 17 იანვარს, საქართველოს ნაკრები იტალიას შეხვდება, 19 იანვარს რუმინეთს, ხოლო 21 იანვარს თურქეთს. მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მსგავსად ორი წაგებით დაიწყებს გამოსვლას თურქეთი, რუმინეთი თითო მოგებით და წაგებით, ხოლო იტალია ორი მოგებით (ამავე ჯგუფში იქნებიან საბერძნეთი და ხორვატია, მაგრამ მათ საქართველო არ შეხვდება).

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2014 წელს ითამაშა, ეს კი, მისთვის ზედიზედ მეშვიდე ევროპის ჩემპიონატია. საუკეთესო შედეგი 2022 წელს მერვე ადგილი იყო.

სლოვენია - საქართველო 11:22 (3:4, 5:4, 2:6, 1:8)

საქართველო: რაზმაძე, ტყეშელაშვილი (3 გოლი), დადვანი (2), შუშიაშვილი (3), ბითაძე, ვაშიჩი (2), ადეიშვილი (2), სარიჩი (1), იმნაიშვილი, მაგრაქველიძე (2), ტანკოშიჩი (3), პიეშივაჩი (2), გვეტაძე, ვლაჰოვიჩი (2).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165682