სხვა

22:38 | 15.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ეგაძე მოკლე პროგრამის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ლიდერია

ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონტზე ნიკა ეგაძემ მოკლე პროგრამაში ბრწყინვალედ იასპარეზა და ლიდერია.

ქართველმა ყინულზე პრაქტიკულად უშეცდომოდ გამოსვლა შეძლო და მსაჯებისგან 91.28 ქულა დაიმსახურა, რაც 29 მონაწილეს შორის საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა.

შედეგად, თავისუფალ პროგრამას ის ლიდერის რანგში ხვდება. 17 იანვარს, ნიკა თავისუფალი პროგრამით იასპარეზებს და ეცდება, რომ მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნეს.

ეგაძე უახლოეს მდევარს, ესტონელ ალექსანდრ სელევკოს თითქმის 3 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089406