ფეხბურთი

23:10 | 15.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"გაგრას" 20 წლის ფეხბურთელი სლოვაკურ გუნდში გადავიდა

„გაგრას“ ნახევარმცველი გია ნადარეიშვილი კარიერას „ტრენჩინში“ გააგრძელებს. ტრანსფერი სლოვაკურმა კლუბმა ოფიციალურად დადასტურდა.

20 წლის ფეხბურთელმა „ტრენჩინთან“ 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„როგორც ქართველი ფეხბურთელების უმეტესობის მსგავსად, მეც ქუჩის ფეხბურთით დავიწყე. შემდეგ 6 წლის ასაკში ბავშვთა გუნდში მიმიყვანეს. ყველაფერს გავაკეთებ, რათა დავეხმარო ჩვენს გუნდს წინსვლასა და წარმატების მიღწევაში. ვიცოდი, რომ გუნდში პროფესიონალური და მეგობრული გარემო იყო, მაგრამ ნანახმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ტრენჩინი წარმატებული, ისტორიული კლუბია, რომელმაც ბევრი მოთამაშე უმაღლეს დონეზე აღზარდა და იდეალური შესაძლებლობაა უმაღლესი საფეხბურთო მიზნების მისაღწევად", - თქვა ნადარეიშვილმა, რომელმაც ბოლო ორ სეზონში ეროვნულ ლიგაში 52 მატჩი ჩაატარა.

„ტრენჩინი“ სლოვაკეთის ჩემპიონატში 18 ტურის შემდეგ 18 ქულით მე-10 ადგილს იკავებს და ლიგაში დასარჩენად იბრძვის.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092686