ტურინის „იუვენტუსი“ „კრისტალ პალასის“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელის, ჟან-ფილილ მატეტას დამატებას განიხილავს.
ნიკოლო სკირას ცნობით, ტურინელები დუშან ვლაჰოვიჩის შემცვლელს ეძებენ, რომელიც სეზონის ბოლოს კლუბს უფასოდ დატოვებს. სერბის ნაცვლად, „იუვეს“ მატეტას შეძენა სურს, რომელსაც „კრისტალ პალასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება და მის განახლებაზე უარს ამბობს.
ლონდონელები ჟან-ფილიპს ამჟამად 30-35 მილიონ ევროდ აფასებენ (იანვარში თუ გაყიდიან), მაგრამ „იუვენტუსი“ ზაფხულში აპირებს მის დამატებას და იმედოვნებს, რომ ინგლისურ გუნდს 20-25 მილიონ ევროდ მოურიგდება, იმის გათვალისწინებით, რომ დამდეგ ზაფხულს ფეხბურთელის კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წელი იქნება დარჩენილი.
მატეტა "ბიანკონერის" მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის მოსწონს და ფიქრობს, რომ ფრანგის სათამაშო უნარები მის გუნდს კარგად მოერგება.
ჟან-ფილიპ მატეტა „კრისტალ პალასში“ 2021 წლიდან თამაშობს და 149 მატჩში 48 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე სამშობლოში, „ლე ავრის“, „ლიონის“ და „შატორუს“ ღირსებას იცავდა. მატეტას საფრანგეთის ნაკრებში დებიუტი 2025 წელს ჰქონდა და სამ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.





