ფეხბურთი

0:38 | 16.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტამ" იტალიის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ჯაკომო რასპადორი სერია A-ში დაბრუნდა, მაგრამ არა „რომაში“, რაზეც რამდენიმე დღე აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, არამედ - „ატალანტაში“.

25 წლის ფეხბურთელმა „ატალანტასთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება 22 მილიონი ევროა.

ჯაკომო რასპადორი „ატლეტიკოს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა, მაგრამ დიეგო სიმეონეს თავი ვერ მოაწონა, 15 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და იტალიაში დაბრუნდა, სადაც „სასუოლოსა“ და „ნაპოლიში“ უთამაშია. რასპადორის იტალიის ნაკრებში ჩატარებულ 45 თამაშში 11 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.169583