სხვა

2:02 | 16.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიული ოქრო: ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ!

ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონები არიან! ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წყვილმა ოქროს მედალი არავის დაუთმო.

მოკლე პროგრამის შემდეგ ანასტასია და ლუკა ლიდერები იყვნენ (75.96 ქულით), ეს პოზიცია კი თავისუფალ პროგრამაშიც შეინარჩუნეს, სადაც შესანიშნავად იასპარეზეს.

თავისუფალ პროგრამაში ბერულავა-მეტელკინამ 139.80 ქულა მიიღეს - 73.76 ქულა ტექნიკურ ელემენტებში, ხოლო 67.04 პროგამულ ელემენტებში. მოკლე და თავისუფალი პროგრამის შემდეგ მათ ჯამში 215.76 ქულა დააგროვეს.

მეორე ადგილზე გერმანელები მინერვა ფაბიენი და ნიკიტა ვოლოდინი გავიდნენ, რომლებმაც 203.83 ქულა მიიღეს, ხოლო ბრინჯაოს მედალი უნგრელებმა მარია პავლოვამ და ალექსეი სიატჩენკომ (202.56) მოიპოვეს.

1. ანასტასია მეტელკინა - ლუკა ბერულავა (საქართველო) – 215.76 ქულა

2. მინერვა ფაბიენი - ნიკიტა ვოლოდინი (გერმანია) – 203.83

3. მარია პავლოვა - ალექსეი სიატჩენკო (უნგრეთი) – 202.56

მეტელკინა-ბერულავას წყვილს ევროპის ჩემპიონატზე სამივე სინჯის მედალი აქვთ: 2024 წელს ვერცხლი, 2025 წელს ბრინჯაო და 2026 წელს - ოქრო.

აქვე გეტყვით, რომ მოკლე პროგრამის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე პირველ ადგილზეა ნიკა ეგაძე, რომელიც თავისუფალ პროგრამაში 17 იანვარს იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093244