სხვა

9:45 | 16.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

დენა უაითი: "მერაბ დვალიშვილი ორგანიზაციაში ყველაზე საიმედო მებრძოლია"

UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა ერთ-ერთ ინტერვიუში მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა, მისი თქმით, ქართველი "მანქანა" ორგანიზაციაში ყველაზე საიმედო მებრძოლია.

როგორია თქვენი გეგმები მერაბ დვალიშვილთან დაკავშირებით, მისცემთ დასვენების საშუალებას თუ გინდათ, რომ მალე დაბრუნდეს?

"ყველაფერი მერაბზეა დამოკიდებული და როგორც ის ისურვებს ისე მოხდება. ვფიქრობ, მან ცოტახნით პაუზა უნდა აიღოს და დაისვენოს. ის ნამდვილი ცხოველია და ორგანიზაციაში ყველაზე საიმედო მებრძოლია. შემიძლია ახლავე დავურეკო და ვიცი, რომ ბრძოლის შეთავაზებას აუცილებლად დათანხმდება", - განაცხადა უაითმა.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა 6 დეკემბერს პიოტრ იანთან გამართა და სამწუხაროდ მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092826