შვეიცარიის საფეხბურთო ნაკრების და მილანის „ინტერის“ მეკარე იან ზომერი სადაც არ უნდა წავიდეს, მუდამ თან ახლავს თავისი ცოლი, ალინა ზომერი, რომელიც წარმოშობით გერმანელი გახლავთ და იმდენად შეჰყვარებია სხვადასხვა სახის „ბრჭყვიალა“ ღონისძიება, რომ მათ სიმცირეს მუდმივად განიცდის.
ალინამ ცოტა ხნის წინ დაიწუწუნა, რომ მეკარის პროფესია მინდვრის მოთამაშეებისგან განსხვავებით დაუფასებელია და მის ქმარს არცთუ ხშირად ეძახიან სხვადასხვა გალა ღონისძიებაზე. არადა ალინას თურმე ძალიან მოსწონს მსგავსი ღონისძიებები. სადაც კი ყოფილა ყველა ახსოვს და წასვლის წინ მუდამ განსაკუთრებული გულმოდგინებით ემზადება.
როგორც გითხარით, ალინა წარმოშობით გერმანელია და პროფესით იურისტი, კერძოდ ადვოკატი გახლავთ. იანი და ალინა ერთმანეთს 2016 წელს შეხვდნენ, 2019 წელს კი ოფიციალურად დაქორწინდნენ. წყვილს ჰყავს ორი ქალიშვილი - მილა და ნაილა.







