მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია და როგორც ესპანური გამოცემა COPE-ი იტყობინება, ის კლუბში ჟოზე მოურინიოს დაბრუნებაზე ფიქრობს.
წყაროს ცნობით, პერესს ისეთი მწვრთნელი სჭირდება, რომლის სახელიც ფეხბურთელებისთვის ავტორიტეტი იქნება და გასახდელში სიტუაციის დალაგებას შეძლებს, სწორედ ამიტომ ის მოურინიოს დაბრუნებას განიხილავს. პერესი პორტუგალიელი სპეციალისტის გარდა ენცო მარესკასა და იურგენ კლოპის კანდიდატურასაც განიხილავს.
ჩაბი ალონსო "რეალიდან" 12 იანვარს გაათავისუფლეს, ხოლო მისი ადგილი სეზონის ბოლომდე ალვარო არბელოამ დაიკავა.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ჟოზე მოურინიო ამჟამად ლისაბონის "ბენფიკას" წვრთნის.





