სხვა

13:29 | 16.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ანასტასია მეტელკინა: "ოლიმპიურ თამაშებზეც იმავეს გამეორებას ვაპირებთ, სხვა შედეგი არ განიხილება"

ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონები არიან! ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წყვილმა ოქროს მედალი არავის დაუთმო.

გამარჯვების შემდეგ ანასტასია მეტელკინამ კომენტარი გააკეთა და მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებზეც ისაუბრა.

"გამარჯვებით ძალიან ბედნიერები ვართ, გაძლიერებულ რეჟიმში ვაგრძელებთ მზადებას, რადგან ოლიმპიური თამაშები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. იტალიაშიც უმაღლესი სინჯის მედლისთვის მივდივართ და იმედი მაქვს, რომ მე და ლუკა როგორც ევროპის ჩემპიონატზე, ისე ოლიმპიურ თამაშებზეც მოვიპოვებთ ჩემპიონობას. სხვა შედეგი არ განიხილება", - განაცხადა მეტელკინამ.

თავისუფალ პროგრამაში ბერულავა-მეტელკინამ 139.80 ქულა მიიღეს - 73.76 ქულა ტექნიკურ ელემენტებში, ხოლო 67.04 პროგამულ ელემენტებში. მოკლე და თავისუფალი პროგრამის შემდეგ მათ ჯამში 215.76 ქულა დააგროვეს, რაც ჩემპიონობისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშები იტალიაში გაიმართება და სტარტს 6 თებერვლიდან აიღებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168744