ფეხბურთი

14:20 | 16.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" ზაფხულში ერლიგ ჰოლანდის დამატება სურს

მადრიდის "რეალი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მორიგი ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. როგორც ცნობილი გამოცემა Sky sports-ი იტყობინება "სამეფო კლუბი" ერლინგ ჰოლანდის დამატებას შეეცდება.

წყაროს ცნობით, აღნიშნული ტრანსფერის განხორციელება თავად "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს სურს და მიაჩნია, რომ ნორვეგიელის ტრანსფერი გუნდისთვის გარდამტეხ როლს ითამაშებს.

ერლინგ ჰოლანდი "სიტის" ღირსებას 2022 წლიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2034 წლამდე აკავშირებს. ნორვეგიელის სატრანსფერო ღირებულება კი ტრანსფერმარკეტის მიხედვით 200 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.158804