"მარსელის" 24 წლის ინგლისელი შემტევის მეისონ გრინვუდის გადაბირებით მადრიდის "ატლეტიკო" დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გამოცემები ავრცელებენ.
Speedline-ის ინფორმაციით აღნიშნული ტრანსფერით თავად დიეგო სიმეონეა დაინტერესებული და კლუბს გრინვუდის შეძენა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მოსთხოვა. როგორც ირკვევა მადრიდელები მზად არიან აღნიშნულ გარიგებაში 100 მილიონი გადაიხადონ.
ჯერჯერობით "მარსელის" პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცნობია, თუმცა ძნელად წარმოსადგენია, რომ ფრანგები გუნდის წამყვან მოთამაშის გაყიდვას შუა სეზონში დათანხმდნენ.
მეისონ გრინვუდი "მარსელის" ღირსებას 2024 წლიდან იცავს, მას მიმდინარე სეზონში 25 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი 19 გოლთან ერთად 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.





