ფეხბურთი

15:30 | 16.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარკ გეჰი კარიერის "სიტიში" გაგრძელებასთან ახლოსაა

"კრისტალ პალასისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი მარკ გეჰი კარიერის მანჩესტერ "სიტიში" გაგრძელებასთან ახლოსაა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს და შესაძლოა ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდეს. როგორც ირკვევა "ქალაქელები" მზად არიან აღნიშნულ გარიგებაში 30 მილიონი გადაიხადონ.

ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არც "კრისტალ პალასია", რადგან გეჰის კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება და ლონდონელებს მისი უფასოდ გაშვება რომ არ მოუწიოს ურჩევნიათ გუნდის კაპიტანს შუა სეზონში შეელიონ.

მარკ გეჰი „კრისტალ პალასის“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს და 186 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ჩელსის“ და „სუონსი სიტის“ რიგებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.17391