ფეხბურთი

16:08 | 16.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

კვერნაძეს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და "მონცასთან" ითამაშებს

"ფროზინონეს" ქართველი შემტევის გიორგი კვერნაძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის "მონცასთან" მნიშვნელოვან მატჩში ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას tuttofrosinone ავრცელებს.

აღნიშნული გამოცემის მიხედვით, ქართველმა ფეხბურთელმა დაზიანება ვარჯიშზე მიიღო, რის გამოც მისი თამაში "მონცას" წინააღმდეგ საეჭვო იყო, თუმცა ყველაფერი საბედნიეროდ კარგად დასრულდა და დიდი ალბათობით კვერნაძე ხვალინდელ შეხვედრას ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.

გიორგი კვერნაძეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი (2 სერია B-ში, 1 იტალიის თასზე), ხოლო ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა.

შეგახსენებთ, რომ "ფროზინონეს" 19 ტურის შემდეგ 41 ქულა აქვს და სერია B-ს ლიდერებოს, ხოლო შაბათს 17 დეკემბერს უშუალო კონკურენტ "მონცას" დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.091088