ფეხბურთი

16:45 | 16.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

გულიაშვილი: "ბარსელონასთან" კარგი მომენტები გვქონდა, შედეგით იმედგაცრუებული ვართ"

სანტანდერის „რასინგის“ ფეხბურთელმა გიორგი გულიაშვილმა ესპანეთის თასზე „ბარსელონასთან“ მატჩის (0:2) შემდეგ ისაუბრა.

ქართველმა ფეხბურთელმა 60 წუთი ითამაშა და ესპანური კარიერა „ბარსასთან“ დაპირისპირებით დაიწყო. როგორც მან თქვა, კარგად ითამაშეს და შედეგით იმედგაცრუებული არიან:

„რა თქმა უნდა, რთული თამაში იყო. ყველამ კარგად ვიცით, რომ „ბარსელონა“ ტოპგუნდია. მატჩი ძალიან რთული გამოდგა, თუმცა ვფიქრობ, გოლის გატანის რამდენიმე ძალიან კარგი შანსი გვქონდა. რა თქმა უნდა, შედეგით იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ძალიან ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და გუნდით. ვფიქრობ, ყველას ვაჩვენეთ, რომ ამ გუნდს რაღაც განსაკუთრებული აქვს.

90 წუთის განმავლობაში ფანები გასაოცრად გვიჭერდნენ მხარს. ატმოსფერო ნამდვილად საოცარი იყო და მინდა ყველა ჩვენს გულშემატკივარს დიდი მადლობა გადავუხადო. ვფიქრობ, უკეთესი დღეები წინ გველის. როდესაც ბარსელონას წინააღმდეგ თამაშობ, მარტივი არ არის მუდმივად შეტევაში თამაში. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან კარგი საგოლე შანსები გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ პირველი გოლი ჩვენ მივიღეთ. ამის შემდეგაც კვლავ გვქონდა მომენტები. ასეთია ფეხბურთი.

რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ლა ლიგაში დაბრუნებაა და ყველა ფეხბურთელმა ეს კარგად იცის. გუნდში ახალი ვარ, მაგრამ უკვე ვიცი, რა არის სეზონის მიზანი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს ლა ლიგაში გადასვლაში დავეხმარო“, - აღნიშნა გულიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილი „რასინგში“ რამდენიმე დღის წინ ბოსნიური „სარაევოდან“ გადავიდა და კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.088485