"მანჩტესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად სპორტულმა ჟურნალისტმა გარი ნევილმა მაიკლ კერიკის შესახებ ისაუბრა. ინგლისელის თქმით, იმ შემთხვევაშიც თუ კერიკი ყველა თამაშს მოიგებს სეზონის დასრულების შემდეგ მისი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დატოვება არ შეიძლება.
"იმედი მაქვს, რომ მაიკლს ყველაფერი გამოუვა, თუმცა არ უნდა განვიხილოთ ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ის ამ თანამდებობაზე სეზონის დასრულების შემდეგაც დარჩება. ეს ყველაფერი არც თავად კერიკისთვის და არც კლუბისთვის იქნება კარგი. ეს არც მაშინ არუნდა მოხდეს თუ გუნდი მისი ხელმძღვანელობით ყველა მატჩს მოიგებს.
შეიძლება შეიქმნას ვითარება, როცა ის საოცარ სერიას ჩაატარებს, გულშემატკივრები ენთუზიაზმით აივსებიან და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონასთან ახლოს აღმოჩნდება, მეხუთე ადგილზე ან მის მახლობლად. წარმატებული მონაკვეთის შემთხვევაში ეს სრულიად რეალურია და ყველა შეიძლება აგვიყოლიოს, მაგრამ გულწრფელად მიმაჩნია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, სხვა ვარიანტები უნდა განიხილონ, მითუმეტეს მაშინ, როცა ხელმისაწვდომები არიან ისეთი მწვრთნელები, როგორებიც პოჩეტინო, ტუხელი და ანჩელოტი არიან", - განაცხადა ნევილმა.
შეგახსენებთ, რომ რუბენ ამორიმის გათავისუფლების შემდეგ "მანჩესტერში" დროებით მთავარ მწვრთნელად მაიკლ კერიკი დაინიშნა. ინგლისელი "წითელ ეშმაკებს" სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს.





