უეფას შტაბ-ბინაში კონფერენს ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და ფაზის ეტაპზე 9-24 ადგილოსანი გუნდები მერვედფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ.
ამ ეტაპზე ითამაშებს გაბრიელ სიგუას „ლოზანა“, რომელიც ოლომოუცის „სიგმას“ შეხვდება, ხოლო ამ ბარიერს თუ დაძლევს, მერვედფინალში ლარნაკას აეკ-ს ან გერმანულ „მაინცს“ გაეჯიბრება.
თორნიკე მორჩილაძის „რიეკას“ მეტოქე ნიქოზიის „ომონიაა“, ხოლო ამ ბარიერს თუ გაივლის, მერვედფინალში პოლონურ „რაკუვს“ ან ფრანგულ „სტრასბურს“ დაუპირისპირდება.
1/16-ფინალური წყვილები
კუპსი (ფინეთი) - ლეხი (პოლონეთი)
ნოა (სომხეთი) - ალკმაარი (ნიდერლანდები)
ჟრინსკი (ბოსნია) - კრისტალ პალასი (ინგლისი)
იაგელონია (პოლონეთი) - ფიორენტინა (იტალია)
შკენდია (ჩრდ. მაკედონია) - სამსუნსპორი (თურქეთი)
დრიტა (კოსოვო) - ცელიე (სლოვენია)
სიგმა (ჩეხეთი) - ლოზანა (შვეიცარია)
ომონია (კვიპროსი) - რიეკა (ხორვატია)
მერედფინალის საგზური ფაზის ეტაპიდან უკვე მოიპოვეს რაიო ვალეკანომ, შახტარმა, ათენის აეკმა, სპარტამ, მაინცმა, ლარნაკას აეკმა, სტრასბურმა და რაკუვმა.
აქვე გეტყვით, რომ კონფერენსლიგის პლეი ოფის მატჩები 19-26 თებერვალს გაიმართება.







