„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა მოჰამედ სალაჰზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ბედნიერია, რომ ეგვიპტელი ფეხბურთელი გუნდს აფრიკის თასიდან მალე დაუბრუნდება.
„ის შაბათს ეგვიპტის ნაკრებში კიდევ ერთ მნიშვნელოვან მატჩს ჩაატარებს და შემდეგ ჩვენთან დაბრუნდება. მისი დაბრუნებით კმაყოფილი ვარ. მო მნიშვნელოვანი იყო და არის ამ კლუბისთვის და ჩემთვის. ბედნიერი ვიქნებოდი, თუნდაც 15 თავდამსხმელი გვყოლოდა, მაგრამ ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა ასეთი არ არის“, - აღნიშნა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ სლოტსა და სალაჰს შორის კონფლიქტი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი მოგვარდა და მო მიმდინარე სეზონს „ლივერპულში“ დაასრულებს.





