ფეხბურთი

19:14 | 16.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძე: "ტორპედოს" ფანებს ვპირდები, რომ უფრო მოტივირებული ვიქნები, ვიდრე ვიყავი"

ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ იმერულ გუნდში დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

როგორც მან კლუბის პრესსამსახურს უთხრა, იმაზე მეტად მოტივირებული იქნება, ვიდრე იყო, მაშინ, როცა ტორპედოში თამაშობდა.

„ბევრი ფაქტორი იყო, რის გამოც ტორპედოში დაბრუნება გადავწყვიტე. როდესაც კლუბი შემეხმიანა, ძალიან გამიხარდა, რადგან განსაკუთრებული ემოციები და ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი მაკავშირებს ამ გუნდთან. განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, გუნდთან, ხელმძღვანელობასთან და ფანებთან. პირველ რიგში იმიტომ დავბრუნდი, რომ ჩვენი მიზნები ერთმანეთს ემთხვევა, მაღალი მიზნები გვაქვს, ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამბიციური გუნდი. მთავარი მიზანი ჩემპიონობაა, რასაც მთელი ქუთაისი ელოდება, გუნდი, ხელმძღვანელობა. ყოველთვის ეს მიზანი იყო, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორის გამო არ გამოდიოდა, წელს, ყველამ იმაზე მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე შეგვიძლია, რადგან ჩემპიონობა სხვანაირად არ გამოვა, თუ ჩვენს შესაძლებლობებზე მეტს არ გავაკეთებთ. ტორპედოს ფანებთან ძალიან თბილი დამოკიდებულება მაქვს, რთულ მომენტებში ისინი გუნდისთვის ძალიან ბევრს აკეთებდნენ. მათი მხარდაჭერა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მე ჩემი მხრიდან, გულშემატკივარს ვპირდები, რომ იმაზე მეტად მოტივირებული ვიქნები, ვიდრე მაშინ ვიყავი, როცა ტორპედოში ვთამაშობდი“, - თქვა არაბიძემ.

გიორგი არაბიძემ „ტორპედოს“ ღირსება 2022-2024 წლებში 84 მატჩში დაიცვა და მეტოქეთა კარში 26 გოლი გაიტანა.

„ტორპედო“ ახალი სეზონისთვის ქუთაისში ემზადება, სადაც ამხანაგურ მატჩს „სამგურალთან“ ჩაატარებს, ხოლო 8-20 თებერვალს კვიპროსში მოემზადება, სადაც უკვე სამ სპარინგს გამართავს, საიდანაც ორი მეტოქე ცნობილია - „ლიუნგბიუ“ და „არარატ-არმენია“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.17096