რუუდ ვან ნისტელროი ნიდერლანდების ნაკრებში იმუშავებს. ინფორმაცია ადგილობრივმა ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა.
ვან ნისტელრიომ ფედერაციასთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და საქმიანობას თებერვლიდან დაიწყებს. ის რონალდ კუმანის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს.
რუუდ ვან ნისტელროის ნიდერლანდების ნაკრებში 1998-2011 წლებში 70 მატჩში 35 გოლი აქვს გატანილი. ის, როგორც მწვრთნელი, აქამდე პსვ-ს ახალგაზრდულ გუნდს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ და „ლესტერ სიტის“ ავარჯიშებდა.
ნიდერლანდების ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იაპონიას, ტუნისს და ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის გამარჯვებულს შეხვდება.







