„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ „მანჩესტერ სიტიში“ მის მიმართ მოთმინება გამოიჩინეს, თორემ გასული სეზონის შემდეგ სხვა კლუბში რომ ყოფილიყო, გაათავისუფლებდნენ:
„თუ ვერ მოიგებ, გაგათავისუფლებენ. ბევრი მოვიგეთ, ამიტომაც ვარ აქამდე „სიტიში“. აქ მომთმენები არიან, სხვა საიდუმლოებები არ არსებობს. სხვა კლუბებში გასული სეზონის შემდეგ გამათავისუფლებდნენ. თუმცა, „სიტიში“ მომთმენები იყვნენ, იმის გათვალისწინებითაც, თუ რა გავაკეთეთ წარსულში. ორი ან სამი ცუდი თვე გვქონდა და დანარჩენი კარგად წავიდა, მაგრამ შესაძლოა სხვა კლუბებში ეს არ გაეთვალისწინებინათ. ყველაფერი დანარჩენი, რაც გავაკეთეთ, არაჩვეულებრივია, ამიტომაც ვარ აქ“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ 2016 წლიდან ხელმძღვანელობს, მანამდე კი „ბაიერნის“ და „ბარსელონას“ მწვრთნელი იყო.





