სხვა

21:35 | 16.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

დევისის და სმოლკინის მეექვსე შედეგი ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამაში

ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატი გრძელდება, სადაც დღეს დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა იასპარეზეს.

მოკლე პროგრამაში საქართველოს ნაკრების დუეტმა გამოსვლა 78.67 ქულით დაასრულა, საიდანაც ტექნიკურ ელემენტებში მათ 44.66 ქულა მიიღეს, ხოლო პროგრამულ ელემენტებში - 34.01 ქულა.

შედეგად, მოკლე პროგრამის შემდეგ დევისის და სმოლკინის დუეტი მეექვსე ადგილზეა და 20 სპორტსმენს შორის მოხვდნენ, რომლებმაც თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვეს.

თავისუფალ პროგრამაში შეჯიბრი 17 იანვარს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.062452