ფეხბურთი

22:00 | 16.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "ბარსელონას" ტოვებს

„ბარსელონას“ მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კარიერას „ჟირონაში“ გააგრძელებს. მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

გერმანელი კატალონიურ კლუბს პირადად მოურიგდა, ახლა „ჟირონა“ „ბარსელონასთან“ აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს.

ჟირონას ტერ შტეგენი სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდება, რათა სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გერმანიის ნაკრების განაცხადში მოხვდეს. „ბარსაში“ მას ამის შესაძლებლობა არ აქვს, რადგან ჟოან გარსიასა და ვოიცეხ შჩესნის შემდეგ გუნდში მესამე არჩევანია.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობს და დღემდე 423 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087219