„ჰამბურგის“ მთავარი მწვრთნელი მერლინ პოლცინი გიორგი გოჩოლეიშვილისგან შეტევით ფაზაში უფრო მეტ აქტიურობას ითხოვს.
როგორც მან თქვა, ქართველი ფეხბურთელი ცდილობს შემცირებული სათამაშო დრო მაქსიმალურად გამოიყენოს, რათა ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდეს.
„გიორგი გოჩოლეიშვილი „ჰამბურგში“ მარჯვენა ფლანგზე პოზიციისთვის კვლავ იბრძვის. მწვრთნელმა მერლინ პოლცინმა პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა ქართველის მაღალ ინტენსივობას, თუმცა ასევე ნათლად განაცხადა, რომ უილიამ მიკელბრენჩისი და ბეიკერ იატა სხვადასხვა პროფილის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობენ.
პოლზინმა განმარტა, რომ მარჯვენა ფლანგის მოთამაშეების შერჩევა დიდად არის დამოკიდებული გუნდის ტაქტიკაზე. „თუ უფრო ღრმად დავიცავთ თავს, შესაძლოა, საქმე უფრო დაცვითი უნარების ფეხბურთელს ეხებოდეს, თუ გვსურს, შეტევითი იმპულსი დავამატოთ, ძირითადში სხვა მოთამაშე იქნება“ - თქვა „ჰამბურგის“ მწვრთნელმა. ამ კონტექსტში, მან ასევე აღნიშნა, რომ სეზონის პირველ ნახევარში გუნდის შეტევითი საფრთხე მარჯვენა ფლანგზე არ იყო. "მათ მეტი ბიძგი და მეტოქის საჯარიმოში უფრო მეტად ყოფნა სჭირდებათ“, - ამბობს ის.
პოლცინის თქმით, გოჩოლეიშვილი სწორედ ამ კომპონენტებზე მუშაობს, ცდილობს შემცირებული წუთებით მეტი სარგებელი მიიღოს. შაბათს, გლადბახთან საშინაო მატჩისთვის მწვრთნელმა არ თქვა, თუ რომელი მოთამაშის პროფილს აირჩევს ძირითადი შემადგენლობისთვის. გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ელემენტი იქნება საჭირო თამაშის მსვლელობისას“, - ligainsider-ი.
გიორგი გოჩოლეიშვილს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 13 მატჩი აქვს ჩატარებული, მაგრამ ბოლო დროს ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება, ხოლო სამჯერ გერმანიის თასზე ითამაშა.





