საქართველოს ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონის კალენდარი გაირკვა.
სეზონი სტარტს 28 თებერვალს აიღებს, რაც აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ ახლა უკვე კალენდარიც ცნობილია. პირველი ტურის ცენტრალური მატჩი „დინამო თბილისსა“ და „დინამო ბათუმს“ შორის შედგება.
სეზონს „იბერიას“ და „მეშახტის“ დაპირისპირება გახსნის, შესაბამისად, ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი და დებიუტანტი დაუპირისპირდებიან.
I ტური
28 თებერვალი
იბერია - მეშახტე
ტორპედო - სპაერი
1 მარტი
დინამო თბილისი - დინამო ბათუმი
დილა - რუსთავი
2 მარტი
გაგრა - სამგურალი





