კალათბურთი

1:40 | 17.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 10 ქულა "ელ კლასიკოში" და "ბარსელონას" მარცხი

ევროლიგის 22-ე ტურში „ელ კლასიკო“ შედგა, რომელშიც „რეალმა“ „ბარსელონა“ ძალიან დამაჯერებლად, 80:61 დაამარცხა.

მადრიდელებმა კატალონიელებს ოთხივე პერიოდში აჯობეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.

თორნიკე შენგელიამ 21 წუთში 10 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„ბარსელონა“ ევროლიგაში 14 მოგებით და 8 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 20 იანვარს, „დუბაის“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093731