ფეხბურთი

2:03 | 17.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას 62 წუთი, დემბელეს დუბლი და პსჟ-ს მარტივი გამარჯვება

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-18 ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლილი“ 3:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა, შეიძლება დროებით, მაგრამ მაინც.

ლუის ენრიკეს გუნდმა მეტოქეს ძალიან აჯობა, ეჭვგარეშე მოუგო. მე-13 წუთზე ანგარიში უსმან დემბელემ გახსნა, რომელიც მოედანზე საუკეთესო იყო. დემბელემ 63-ე წუთზე დუბლი შეასრულა და სხვაობა გააორმაგა. ეს ძალიან ლამაზი გოლი გამოვიდა, მეკარეს წარმოუდგენელი დარტყმით გადაუგდო ბურთი თავზე. საბოლოო ანგარიში კომპენსირებულ დროში ბრედლი ბარკოლამ დააფიქსირა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 62 წუთი გაატარა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში ჰქონდა, თავი ვერაფრით გამოიჩინა და შემდეგ ადგილი ბარკოლას დაუთმო. ქართველ ფეხბურთელს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირზე 24 შეხვედრაში 6 გოლით და 5 საგოლე პასით გამოირჩა.

„პარი სენ-ჟერმენი“ 42 ქულით პირველ ადგილზეა და მომდევნო ტურში 23 იანვარს „ოსერს“ სტუმრად შეხვდება, თუმცა მანამდე 20 იანვარს, ჩემპიონთა ლიგაზე ასევე სტუმრად „სპორტინგს“ დაუპირისპირდება.

„პსჟ“ – „ლილი“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 დემბელე (13), 2:0 დემბელე (64), 3:0 ბარკოლა (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.090406