ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია გუბანოვამ იასპარეზა, რომელმაც თავისუფალ პროგრამაში შესანიშნავად გამოსვლა შეძლო.
მან 128.19 ქულა დააგროვა, საიდანაც 63.55 ქულა ტექნიკური ელემენტებისთვის იყო, ხოლო 64.64 ქულა პროგრამული ელემენტებისთვის. თავისუფალი პროგრამის დისციპლინაში გუბანოვას მეორე ადგილი ერგო, მაგრამ საბოლოო ჯამში მედლის გარეშე დარჩა.
ამის მიზეზი ისაა, რომ ანასტასიამ მანამდე მოკლე პროგრამა ჩააგდო, სადაც მხოლოდ მე-11 იყო, შედეგად, ორივე დისციპლინის ჯამში 184.36 ქულა დააგროვა, რაც მეხუთე ადგილისთვის გამოდგა საკმარისი.
შეგახსენებთ, რომ ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას დუეტმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ნიკა ეგაძე მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერია.







