კალათბურთი

13:00 | 17.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 13 ქულა და "ტორონტოს" მარცხი ოვერ ტაიმში

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ ლოს ანჯელეს „კლიპერსს“ უმასპინძლა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში, 117:121 დამარცხდა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და ოვერ ტაიმი დაინიშნა, რომელიც სტუმრებმა 12:8 მოიგეს და გამარჯვებაც მოიპოვეს.

სანდრო მამუკელაშვილმა 22 წუთში 13 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 6 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა.

საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი იყო, რომელმაც „კლიპერსს“ 31 ქულა და 10 პასი შესძინა, ხოლო „ტორონტოში“ სკოტ ბარნსი გამოირჩა 24 ქულით, 7 მოხსნით და 6 პასით.

„ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 25 მოგებით და 18 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 19 იანვარს, ლოს ანჯელეს „ლეიკერსთან“ სტუმრად გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091531