ბრატისლავის „სლოვანი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება და ამხანაგური მატჩი „ზლოვენის“ წინააღმდეგ ჩაატარა, რომელიც 4:0 გაანადგურა.
32-ე წუთზე ანგარიში გურამ კაშიამ გახსნა. შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდმა კიდევ სამჯერ გაიტანა და ადვილად მოიგო.
„სლოვანი“ კიდევ სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, ხოლო სეზონს 7 თებერვალს, „დუნაისკა სტრედასთან“ შეხვედრით განაახლებს.
სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება უკრაინული „ჩერკასიც“, რომელმაც სპარინგში ჩეხური „დუკლა“ 2:1 დაამარცხა.
ამ შეხვედრაში გოლი შოთა ნონიკაშვილმა გაიტანა, რომელმაც 45-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა.
„ჩერკასის“ კიდევ ოთხი სპარინგი დაგეგმილი, უკრაინის ჩემპიონატი კი 21 თებერვალს განახლდება.







