ფეხბურთი

18:15 | 17.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

კერიკის იდეალური დებიუტი: "მანჩესტერმა" "სიტი" დაამარცხა
2026 წელს პრემიერლიგაში "სიტი" მოგების გარეშეა - 3 ფრე, 1 წაგება

ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში მანჩესტერული დერბი შედგა, რომელშიც „იუნაიტედმა“ „სიტი“ დაამარცხა.

ამრიგად, მაიკლ კერიკის დებიუტი სუპერწარმატებული გამოდგა, რადგან მისმა გუნდმა მთავარი მეტოქე დაამარცხა, თანაც სრულიად დამსახურებულად - მთელი მატჩის განმავლობაში „წითელი ეშმაკები“ უკეთ თამაშობდნენ.

პირველ ტაიმში „მანჩესტერის“ ორი გოლი ოფსაიდის გამო გაუქმდა, მეორე ტაიმის დასაწყისში „სიტი“ ჯანლუიჯი დონარუმამ რამდენჯერმე იხსნა, მაგრამ კერიკის ბიჭებმა მიზანს მაინც მიაღწიეს. 65-ე წუთზე ანგარიში ბრაინ მბეუმომ გახსნა, რომელმაც სწრაფი კონტრშეტევა გოლით დაასრულა. 10 წუთის შემდეგ თავი პატრიკ დორგუმ გამოიჩინა და სხვაობა გააორმაგა. საბოლოოდ, დერბი „მანჩესტერმა“ 2:0 მოიგო. კომპენსირებულ დროში მასპინძლებმა მესამეც გაიტანეს, მაგრამ ისევ თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი გაუქმდა.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ 35 ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში „არსენალს“ ესტუმრება, ხოლო „მანჩეტსერ სიტი“ 43 ქულით მეორე ადგილზეა, მაგრამ შეიძლება „ასტონ ვილამ“ გადაასწროს, „არსენალს“ კი უფრო ჩამორცეს. აღსანიშნავია, რომ პეპ გვარდიოლას გუნდს წელს პრემიერლიგაში არ მოუგია - 3 ფრე, 1 წაგება. მომდევნო ტურში „სიტი“ „ვულვზს“ უმასპინძლებს.

"მანჩესტერი" - "მანჩესტერ სიტი" 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 მბეუმო (65), 2:0 დორგუ (76)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.091815