ფეხბურთი

19:45 | 17.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ივა გელაშვილის გოლი საბერძნეთის ჩემპიონატში

საბერძნეთის სუპერლიგის მე-17 ტურში „პანსერაიკოსმა“ „კიფისია“ 2:1 დაამარცხა, ხოლო ივა გელაშვილმა გოლი გაიტანა.

ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის კარი 59-ე წუთზე დალაშქრა, როცა ანგარიში გაათანაბრა. ეს მისთვის სადებიუტო გოლია ბერძნულ გუნდში. მიმდინარე სეზონში ივას 11 მატჩი აქვს ჩატარებული.

„პანსერაიკოსი“ საბერძნეთის სუპერლიგაში 8 ქულით ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 24 იანვარს, „ლარისას“ ესტუმრება.

0.093605