სხვა

19:53 | 17.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: საქართველოს ნაკრები იტალიასთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ იტალიის ნაკრებთან ითამაშა და დაძაბულ ბრძოლში 14:16 დამარცხდა.

იტალია უდავო ფავორიტი იყო, მაგრამ საქართველომ მას ღირსეული კონკურენცია გაუწია და ბრძოლაში წააგო. პირველი პერიოდი ფრედ დასრულდა, მომდევნო ორი პერიოდი იტალიელებმა მოიგეს, ხოლო მეოთხე პერიოდი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

სამი გოლით გამოირჩნენ დადვანი და პიეშივაჩი, ორჯერ გაიტანეს ტყეშელაშვილმა და ვაშიჩმა, ხოლო თითოჯერ ვლაჰოვიჩმა, შუშიაშვილმა, ტანკოშიჩმა და ბითაძემ.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე საბერძნეთსა და ხორვატიასთან წააგო, ხოლო გადამწყვეტი ბრძოლა სლოვენიასთან 22:11 მოიგო, რის შედეგადაც მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადავიდა.

ათანასიოს კაჩაგიასის გუნდი უქულოდ ჯგუფში ბოლო, მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 19 იანვარს, რუმინეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2014 წელს ითამაშა, ეს კი, მისთვის ზედიზედ მეშვიდე ევროპის ჩემპიონატია. საუკეთესო შედეგი 2022 წელს მერვე ადგილი იყო.

საქართველო - იტალია 14:16 (2:2, 4:6, 4:6, 4:2)

საქართველო: რაზმაძე, ტყეშელაშვილი (2 გოლი), დადვანი (3), შუშიაშვილი (1), ბითაძე (1), ვაშიჩი (2), ადეიშვილი, სარიჩი, მაგრაქველიძე, ტანკოშიჩი (1), პიეშივაჩი (3), გვეტაძე, ვლაჰოვიჩი (1), ჩიქოვანი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16964