ფეხბურთი

20:12 | 17.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლი“ რაჰიმ სტერლინგით და დანიელ მალდინით დაინტრესდა

„ნაპოლი“ „ჩელსის“ შემტევი ნახევარმცველის, რაჰიმ სტერლინგის მიმართ ინტერესს იჩენს. ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს თქმით, „ნაპოლის“ გასულ ზაფხულს სტერლინგის იჯარით შეძენა სურდა, მაგრამ გარიგება ჩაიშალა. ინგლისელს ამ სეზონში ლონდონური კლუბის შემადგენლობაში არც ერთი თამაში არ უთამაშია.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტერლინგის შეძენით ასევე დაინტერესებულია ინგლისის პრემიერლიგის ორი კლუბი, „ვესტ ჰემი“ და „ფულემი.“ ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი „ჩელსისთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

გარდა ამისა, „ნაპოლი“ განიხილავს „ატალანტადან“ ნახევარმცველის, დანიელ მალდინის იჯარით გაშვებას. იტალიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იჩენს „იუვენტუსიც.“

თეგებინაპოლი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.087329