ფეხბურთი

21:19 | 17.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო

ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩი „ლივერპულსა“ და „ბარნლის“ შორის 1:1 დასრულდა.

32-ე წუთზე მასპინძელი გუნდის ნახევარმცველმა დომინიკ სობოსლაიმ პენალტი ვერ გამოიყენა. „ლივერპულის“ ნახევარმცველმა ფლორიან ვირტცმა ანგარიში 42-ე წუთზე გახსნა. სტუმართა თავდამსხმელმა მარკუს ედვარდსმა ანგარიში 62-ე წუთზე გაათანაბრა. დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა

ინგლისის პრემიერლიგის 22 მატჩის შემდეგ, „ლივერპულს“ 36 ქულა აქვს და ცხრილში მეოთხე ადგილზეა. „ბარნლის“ 14 ქულა აქვს და ბოლოსწინა მე-19 პოზიციაზეა.

შემდეგ ტურში „ბარნლი“ შინ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ლივერპული“ იმავე დღეს სტუმრად „ბორნმუთს“ შეხვდება.

ინგლისი. პრემიერლიგა. 22-ე ტური. 17 იანვარი: მანჩესტერ იუნაიტედი - მანჩესტერ სიტი 2:0, ლივერპული - ბარნლი 1:1, ლიდსი - ფულემი 1:0, სანდელენდი - კრისტალ პალასი 2:1, ტოტემჰემი - ვესტ ჰემი 1:2, ჩელსი - ბრენტფორდი 2:0, ნოტინგემ ფორესტი - არსენალი მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.095504