სხვა

21:24 | 17.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ფიგურული ციგურაობა: ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია!

ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატზე ნიკა ეგაძემ დიდებულად დაწყებული საქმე ასევე დაასრულა და ოქროს მედალი მოიპოვა.

მოკლე პროგრამის შემდეგ ეგაძე 91.28 ქულით ლიდერი იყო და თავისუფალ პროგრამაშიც შესანიშნავად იასპარეზა. მან 181.72 ქულა მიიღო, 100.86 ტექნიკური ელემენტებისთვის, 80.86 ქულა პროგრამული ელემენტებისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს მისი კარიერის რეკორდია.

მთლიანობაში ეგაძემ 273.00 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ვერცხლის მედალი იტალიელ მატეო რიცოს ერგო, ხოლო ბრინჯაოს ჩეხი გეორგი რეშტენკო დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ეგაძემდე ოქროს მედალი წყვილებში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174801