იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში „ნაპოლისა“ და „სასუოლოს“ შორის მატჩი მასპინძელმა გუნდმა 1:0 მოიგო.
შეხვედრის ერთადერთი გოლი სლოვაკმა ნახევარმცველმა სტანისლავ ლობოტკამ მეშვიდე წუთზე გაიტანა.
„ნაპოლი“ 21 მატჩის შემდეგ 43 ქულით იტალიის სერია A-ს ცხრილში მესამე ადგილზეა. „სასუოლო“, 21 მატჩის შემდეგ 23 ქულით, მე-12-ზე. ცხრილს 49 ქულით „ინტერი“ ლიდერობს.
შემდეგ რაუნდში ანტონიო კონტეს შეგირდები 25 იანვარს „იუვენტუსს“ დაუპირისპირდებიან. იმავე დღეს „სასუოლო“ „კრემონეზეს“ შეხვდება.





