საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების კალათბურთელებმა საბა ტყეშელაშვილმა და ვატო დადვანმა კომენტარი გააკეთეს. როგორც მათ თქვეს, მსაჯებმა იტალიელთა სასარგებლოდ შეცდომები დაუშვეს.
საბა ტყეშელაშვილი: „თამაშიდან თამაშამდე ვუმატებთ. იტალიასთან ვიცოდით, რომ ფავორიტები არ ვიყავით, მაგრამ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ. თუმცა, მსაჯების მხრიდან გადაწყვეტილებები იყო არასწორი, ჩემი აზრით, იტალიას ჩვენთან გამარჯვებაში დაეხმარნენ. რაღაც დოზით ვამაყობ, რომ იტალიას ჩვენთან მოსაგებად ასეთი რაღაც დასჭირდა“.
ვატო დადვანი: „ურთულესი თამაში იყო. ვფიქრობ, იტალია ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები და მედლის კანდიდატია. ბედნიერი ვარ, როგორც ვითამაშეთ, ისეთი მარცხია, რომ საამაყოა - არ ვიცი, როგორ ავხსნა. არასდროს მიყვარს მსაჯებზე საუბარი, მაგრამ ისეთი წითელი ბარათი მივიღე, რომელიც არ იყო. არის საშიშროება, რომ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მივიღო და ეს საკითხი აუცილებლად უნდა გავარკვიო, ერთადერთი საფიქრალი ახლა ეს მაქვს“.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო, მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 19 იანვარს, რუმინეთის ნაკრებთან ჩაატარებს.







