ფეხბურთი

23:47 | 17.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალმა“ ვერ შეძლო „ნოტინგემ ფორესტის“ დამარცხება

ინგლისური პრემიერლიგის 22-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „ნოტინგემ ფორესტმა“ ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ - 0:0 დასრულდა.

ამისდაკვალად, „არსენალი“ 50 ქულით კვლავ პირველ ადგილზეა. ისინი შვიდი ქულით უსწრებენ უახლოეს მეტოქე „მანჩესტერ სიტის.“ „ნოტინგემ ფორესტი“ 22 ქულით მე-17 ადგილზეა.

შემდეგ მატჩში „მეთოფეები“ 25 იანვარს „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდებიან.

.ინგლისი. პრემიერლიგა. 22-ე ტური. 17 იანვარი: მანჩესტერ იუნაიტედი - მანჩესტერ სიტი 2:0, ლივერპული - ბარნლი 1:1, ლიდსი - ფულემი 1:0, სანდელენდი - კრისტალ პალასი 2:1, ტოტემჰემი - ვესტ ჰემი 1:2, ჩელსი - ბრენტფორდი 2:0, ნოტინგემ ფორესტი - არსენალი 0:0

0.148349