ნიდერლანდების ერედივიზონის მე-19 ტურში „ექსელსიორი“ „ტელსტარს“ დაუზავდა და ირაკლი იეგოიანმა გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი 75-ე წუთზე დალაშქრა და იმ დროისთვის ანგარიში 1:2 გახადა. შემდეგ მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს.
იეგოიანს 15 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.
„ექსელსიორი“ 20 ქულით მე-14 ადგილზეა და მომდევნო ტურში 21 იანვარს, „ალკმაარს“ ესტუმრება.







