ესპანეთის ლა ლიგის მეოცე ტურში „ვილიარეალი“ სევილიის „ბეტისს“ ესტუმრა და მარცხი განიცადა.
გოლები მეორე ტაიმში გავიდა: ანგარიში აიტორ რუიბალმა გახსნა, ხოლო შემდეგ პაბლო ფორნალსმა სხვაობა გააორმაგა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გიორგი მიქაუტაძე მოედანზე შეუცვლელად იყო, მაგრამ ამჯერად მოედანი უგოლოდ დატოვა.
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირზე მისი მონაგარი ასეთია - 22 მატჩი, 7 გოლი და 3 საგოლე პასი.
„ვილიარეალი“ 41 ქულით მესამე ადგილზეა და ლა ლიგის მომდევნო ტურში 24 იანვარს, მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს, თუმცა მანამდე 20 იანვარს, ჩემპიონთა ლიგაზე ასევე შინ ამსტერდამის „აიაქსს“ შეხვდება.





