კალათბურთი

2:15 | 18.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" ზედიზედ მესამე წაგება ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-16 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „ბილბაოს“ ესტუმრა, რომელთანაც 78:95 დამარცხდა.

მასპინძლებმა მეორე პერიოდში 19-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რაც ხელიდან არ გაუშვიათ. „ტენერიფესთვის“ ეს ზედიზედ მესამე წაგებაა.

გიორგი შერმადინმა 17 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 6 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 7-ს გაუტოლდა.

„ტენერიფე“ ლიგა ენდესაში 9 მოგებით და 7 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 25 იანვარს, „ბარსელონას“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097312