ფეხბურთი

13:17 | 18.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

კერიკი: "ფეხბურთელებმა პატარა დეტალები იდეალურად აითვისეს"

„მანჩესტერის“ მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ კერიკმა „მანჩესტერ სიტისთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ფეხბურთელებმა მცირე დეტალები იდეალურად აითვისეს:

„ბიჭებმა აბსოლუტურად ყველაფერი გაიღეს. სამი დღის განმავლობაში პატარა ტაქტიკური დეტალები შევიმუშავეთ და მათ ისინი იდეალურად აითვისეს. შემდეგ კი ემოციურად, ყველაფერი ისე მოვახერხეთ, როგორც ვიმედოვნებდით. ეს სტადიონი ჯადოსნური ადგილია და ეს დღეს ყველამ ვიგრძენით. გვინდოდა კარგად გვეთამაშა და მოედანზე ისეთი მოთამაშეები გაგვეყვანა, რომლებიც ამაში დაგვეხმარებოდნენ“, - თქვა კერიკმა.

„მანჩესტერი“ პრემიერლიგაში 22 ტურის შემდეგ 35 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „არსენალს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.163767